Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა განაახლა მუშაობა სამოქალაქო კოდექსის კომენტარზე

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალ კომენტარზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობდა. მისი შექმნა თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლებრივი გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში (JILEP, PROLoG). 

 

2019 წლიდან თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ყველაზე დიდი ისტორიისა და ადამიანური თუ ორგანიზაციული რესურსების მქონე სასწავლო-კვლევით ინსტიტუციას, გადაიბარა ეს გრძელვადიანი პროექტი და აიღო ვალდებულება მომავალში უზრუნველყოს კომენტარის დასრულება, უკვე დასრულებული ნაწილების გამოცემა, მოგვიანებით კი ყველა ამ ნაწილის მუდმივი განახლება და სასამართლო პრაქტიკასა თუ სამართლის მეცნიერებაში არსებულ ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანა

 

2026 წლის 1 მარტიდან სამოქალაქო კოდექსის კომენტარის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაო: პოტენციურ ავტორებთან კონსულტაციები;

უკვე გამოცემული ტომების გადამუშავება და აქტუალიზაცია; 

ელექტრონული პლატფორმის განვითარება და ტექნიკური გაუმჯობესება;

როფესიული საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.

 

პროცესის მიზანია პროექტში ძირითადად თსუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური გუნდის ჩართულობით სამოქალაქო კოდექსის კომენტარის დარჩენილი ნაწილების დასრულება და გამოცემა. 

 

დღიდანვე იქცა ამ დარგის მთავარ ტექსტად, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც პრაქტიკოს იურისტთა და მეცნიერმკვლევართათვის, ისე საუნივერსიტეტო სწავლების ფარგლებში. აღნიშნული პროექტი კვლავაც მოემსახურება ქართული სამოქალაქო სამართლის განვითარებასა და ამ მიმართულებით პროფესიული დისკუსიის გაღრმავებას.

 

 

თარიღი: 02/04/2026